დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.22.034.016293 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი - 020090000.22.034.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის სინჯის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები): |
ა)
პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტი და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება ვაკუუმიანი ან ჩვეულებრივი სინჯარა, რომელიც უნდა იყოს სტერილური და შეიცავდეს ანტიკოაგულანტს და კონსერვანტს.“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამოსაკვლევი მასალა საექსპერტო დაწესებულებაში იგზავნება სინჯის აღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სამედიცინო დაწესებულების სათანადო მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობება გამოსაკვლევ პირს სინჯის აღების დროს.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის (სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღები დაწესებულებებისა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის აღება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში: ა) შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №18/20); ბ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ. გურჯაანი, მარჯანიშვილის №35); გ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი, სტალინის ქ. №71); დ) სს „ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. №3); ე) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ აფრასიონ პეტრიაშვილის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფო (ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. №11); ვ) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია, გაბლიანის ქ. №13); ზ) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №40); თ) შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. №3); ი) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ასპინძა, ვარძიის ქ. №75); კ) შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20); ლ) შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №2); მ) სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“ (ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. №206); ნ) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ. ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა); ო) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ. წნორი, მშვიდობის ქუჩა); პ) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №110); ჟ) სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ. საჩხერე, გომართელის ქ. №17).“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები