დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1477
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს „ სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის № 1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, დანართით წარმოდგენილი საწყისი ფასის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ლოტის № | რეგიონი | სატყეო უბანი | ყოფილი სატყეო | კვარტალები | მთლიანი ფართობი ( ჰა ) | მ . შ . ტყით დაფარული ფართობი ( ჰა ) | ჯიში | ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი ( მ3 ) | საწყისი ფასი
| ||
| სულ | მასალა | შეშა | |||||||||
| 1 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ბოშურის | 1,5,6 | 475 | 341 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) | 220 | 170 | 50 | 32 000 |
| ფოთლოვანი (წიფელი) | 30 | 10 | 20 | ||||||||
| 2 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ორმოცის | 22,23,28 | 548 | 462 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) | 250 | 180 | 70 | 30 000 |
| 3 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ატენის | 37,38,39 | 597 | 563 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი,ფიჭვი) | 280 | 210 | 70 | 32 000 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები