დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2014 - 24/04/2015)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №17
2014 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიული განათლების მქონე პირს);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
გ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი);
ე) კომუნიკაბელურობა;
ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ზ) გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიციირება;
თ) სტრესულ სიტუაციაში სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;
ი) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
კ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
ლ) გუნდური მუშაობა.
2.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);
ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
თ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება. “.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები