დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016230 |
|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016129) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო; გ) საბიუჯეტო სამმართველო; დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო; ე) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.’’
|
2.
დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8 სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება და კორექტირება; ბ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ვ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; ზ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.’’
|
3.
დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან; გ) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა; დ) საწვავის ხარჯვა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად; ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დეფექტური აქტების მომზადება და გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაცია; ზ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და ზედამხედველობა; თ) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება; ი) სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა სავარაუდო მოცულობებისა და მიღებულ მონაცემების წარდგენა შესყიდვების სამმართველოსთვის. კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მონიტორინგს; ლ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა; მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ნ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.’’ |
4.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:
,,მუხლი 91 საბიუჯეტო სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მართვის კოორდინაცია, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში; ბ) ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის და ასიგნებების ფარგლებში (აუცილებლობის შემთხვევაში) სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებსა (აუცილებლობის შემთხვევაში) კოდებს შორის ასიგნებებისა და ასევე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შემდეგ წარმოქმნილი თავისუფალი ფინანსური რესურსის გადანაწილების პროექტების მომზადება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; დ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვების, საწვავისა და საკომუნიკაციო ლიმიტების მინისტრთან შესათანხმებლად წარდგენა; ე) სამინისტროს მიერ კონტროლირებადი არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, ან სხვა შემოსულობების სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის, ან უკან დაბრუნების პროცედურების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი; ზ) საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების დოკუმენტების დედნების სამინისტროში შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; თ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
მუხლი 92 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების დროული წარმოება; ბ) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება; გ) კონტროლის დაწესება სახსრების ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე (ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; დ) წლიური და კვარტალური დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით; ე) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე; ვ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება; ზ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება; თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება; ი) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა; კ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები) დროულად და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში მიღება; ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ფინანსური ანგარიშგების (ნაერთი ბალანსი) დადგენილ ვადებში შედგენა; მ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.’’ 2. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსს ევალება სამინისტროს მთავარი ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.’’ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები