დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1446
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2011 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობა;
ბ) აღნიშნული ხიდის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები