დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1445 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1445
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2009-2010 წლებში უზრუნველყოს ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;
ბ) 2009-2011 წლებში უზრუნველყოს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდინარე ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
2. 2011 წელს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდ. ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები