სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადასაცემად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1422
09/11/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2010
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადასაცემად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1422

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადასაცემად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გულის დეფიბრილატორებით აღჭურვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის 990 განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული მოძრავი ნივთები (გულის დეფიბრილატორები) 3 (სამი) წლის ვადით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადასცეს შემდეგ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს:

ა) სს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს – 2 ცალი დეფიბრილატორი (ერთეულის ფასი – 1719,74 ლარი, საერთო ღირებულებით – 3439,48 ლარი) და თანმხლები 1 ცალი ლითონის ყუთი (ღირებულებით – 402,92 ლარი);

ბ) შპს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს – 1 ცალი დეფიბრილატორი (ღირებულებით – 1719,74 ლარი) და თანმხლები 1 ცალი ლითონის ყუთი (ღირებულებით – 402,92 ლარი).

2. განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური