„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1407
09/11/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2010
000000000.00(0).000.000000
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1407

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

კახაბერ გულედანი – სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

აბესალომ კეკელია –    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

არჩილ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. .

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური