საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ

  • Word
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1376
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1376
03/11/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 03/11/2010
000000000.00(0).000.000000
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 13 76

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         . გილაური