ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.114.016187
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
26/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
200140030.35.114.016187
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2014 - 26/02/2015)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 26 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №7 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე



დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის№784 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG  არის დ. ჩოხატაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3–ს;
გ) ITL   არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1–ს;
დ) C არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 167–ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით დ. ჩოხატაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0.3

1

0.24

167

12

 

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,0 ლარს.
5. 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,0 ლარს.

ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 – მე–4 პუნქტებით დადგენილი ფასები.

6. 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო–სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატურის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტით დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით და კურორტ ბახმაროში შეადგენს 36,0 ლარს.

ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი.