„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016758
23/ნ
04/03/2014
ვებგვერდი, 06/03/2014
430010000.22.022.016758
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №23/ნ

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი N1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1.  23-ე  მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. მე-40 მუხლს დაემატოს მე-19 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19.  2014 წლის 21 მარტამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2014 წელის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტის წარდგენის უფლება აქვს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელმაც 2014 წლის 1 იანვრამდე წარადგინა საავტორიზაციო განაცხადი და რომელის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება 21 მარტამდე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე