დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 244 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 26/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016196 |
244
26/02/2014
ვებგვერდი, 06/03/2014
010250020.35.123.016196
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
|
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №225 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
|
1.
1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; |
2.
3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი; |
3.
ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; |
4.
1 დღე – 2 (ორი) ლარი; |
5.
7 დღე – 5 (ხუთი) ლარი; |
6.
30 დღე – 10 (ათი) ლარი; |
7.
182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი; |
8.
365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.
|
| მუხლი 2 |
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
|
1.
ტაქსებისათვის:
|
ა)
10 დღე – 10 (ათი) ლარი; |
ბ)
20 დღე – 20 (ოცი) ლარი; |
გ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.
|
2.
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის: |
ა)
1 დღე – 3 (სამი) ლარი; |
ბ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი; |
გ)
182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; |
დ)
365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
|
| მუხლი 3 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. |
| მუხლი 4 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები