დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1246
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 27 სექტემბრის № 15/353) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:
| № | მისამართი | დასახელება | მიწის ფართობი (კვ.მ) | საკადასტრო კოდი # |
| 1. | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარგვე | შენობა-ნაგებობა: სართული 1-2, საერთო ფართობით _ 94.04 კვ.მ | 1707 | 360734004 |
| 2. | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კიცხი | I სართულის 98.28 კვ.მ ფართობი | წილობრივი | 361035006 |
| 3. | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყალაფორეთი | I და II სართულის 173.94 კვ.მ ფართობი | წილობრივი | 361236002 |
| 4. | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხიდარი | 01/02 საკრებულო, გაშ. ფართობი 213.58 კვ.მ; 02/01 დამხმარე სათავსო, გაშ. ფართობი 4.48 კვ.მ | 1163 | 361334003. |
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები