„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016153
7
26/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
010260020.35.104.016153
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016089) და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ლ.ვ)  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – გამგებლის ბრძანებას, ხელს აწერს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო დოკუმენტაციას, ამასთან შეიმუშავებს და გამოსცემს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიეკუთვნება გამგეობის ფუნქციას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია