დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.104.016152 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 06/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით, გაიცეს თანხა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებისთვის (კოდი 06 03 03) გათვალისწინებული თანხის 30%-ს თვიური ლიმიტის დაცვით, 500 ლარამდე ოდენობით, ერთპიროვნულად განკარგავს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის 70%-ის განკარგვა ხდება კომისიური წესით, სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის (შემდგომში - სოციალური კომისია) დასკვნის საფუძველზე, რომელიც მტკიცდება გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 3. დახმარებაგასაწევ ოჯახებზე შუამდგომლობა წარმოდგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისა და თემის (სოფლის) მაჟორიტარი დეპუტატების ხელმოწერით. 4. გამონაკლის შემთხვევაში, ოჯახისთვის 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით დახმარების გასაწევად სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, გამგებლის მომართვის შესაბამისად, გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 1000 ლარზე ზემოთ – მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების მართვისა და ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები და საჭიროებენ შესაბამის ძვირადღირებულ მკურნალობას, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. ნაწილობრივი დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია, რომელიც თავის სხდომებს ატარებს თვეში ორჯერ. თანაგადახდა მოხდება შემდეგი ფარდობითი ოდენობით: ა) მოქალაქეს 800 ლარის ჩათვლით გასახდელი თანხიდან, მუნიციპალიტეტი თანაგადახდას განუხორცილებს არაუმეტეს 300 ლარით; ბ) 800 – დან 1000 ლარის ჩათვლით – 400 ლარით; გ) 1000 ლარზე ზემოთ – 500 ლარიდან 1000 ლარამდე. თანაგადახდა განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ან ერთეულ გამონაკლის შემთხვევაში (ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე), მოქალაქის ოჯახის რომელიმე წევრის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით. 6. სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციისა და თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით: ა) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე, С ჰეპატიტზე და სიფილისზე (ათაშანგი), ასევე ანტირაბიულ მომსახურებაზე გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურისა და მუნიციპალიტეტის სოციალური კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული თირკმლის დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ჩასატარებლად ქ.ზუგდიდის და სხვა ქალაქების კლინიკებში წასასვლელი სატრანსპორტო ხარჯები განისაზღვროს თვეში 100 ლარით. 7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 51 მუხლი:
„მუხლი 51 1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა (მათთან გათანაბრებულ პირთა) სარიტუალო მოსახურება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მოსახურეობა 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის ან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) თემის (სოფლის) ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის შუამდგომლობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები