დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1229
2010 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განისაზღვროს, როგორც საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული გრანტის (2,822,822.0 ევრო) მიმღებ ორგანოდ.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შემდგომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით განსაზღვრული შესაბამისი ხელშეკრულების დადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან „გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტის“ განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები