„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1219
21/09/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2010
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1219

2010 წლის 21 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

1. საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის ევროკომისიის პროგრამით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

პერ ეკლუნდი – ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარე საქართველოსა და სომხეთში

დავით კერესელიძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გია მამულაშვილი – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ანდრია ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნათია ჯოხაძე – სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბაშვილს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური