დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 337 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №33 7
2010 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს უფლება, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი ობიექტებისათვის:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ქ. ქობულეთი, ბულვარის ტერიტორია, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ნაპირდამცავი კედლის ძირის გამაგრება – ღირებულებით 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვი, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი საყრდენი კედლის გამაგრება ჩაქცეული ტერასის აღდგენა – ღირებულებით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვში, მდ. ჩაქვისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მოსახლეობის დასაცავად დატბორვის საწინააღმდეგო ნაგებობის მოწყობა – ღირებულებით 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
დ) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის წყალსაცავის შემომზღუდავი დამბის აღდგენა ორ უბანზე – ღირებულებით 117 048 (ას ჩვიდმეტი ათას ორმოცდარვა) ლარი.
2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის (ორგანიზაციული კოდი – 38 13 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები