საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
336
19/03/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
000000000.00(0).00.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოსმთ ავრობის

განკარგულება №33 6

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მსოფლიო ბანკის პროექტის „ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსების“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ „ E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის“ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების სახელმძღვანელოს“ მიხედვით დადგენილი წესების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება, აღნიშნულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს და მისი მოქმედების პერიოდში „ ფასების კორექტირების ფორმულის“ შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის (სამეწარმეო სფეროში მშენებლობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, არმატურა) ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური