პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1200
10/09/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2010
000000000.00(0).000.000000
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1200

2010 წლის 10 სექტემბერი

. თბილისი

პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული სწავლების ცენტრების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი ავალიანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მალხაზ აკიშბაია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

თეა გულუა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

დენის დავითაშვილი საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

ლალი ებანოიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი კაკაბაძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი

დავით კერესელიძე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ლეჟავა საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ილია მაღალაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ელგუჯა მელაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

ნათია მიქელაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით მჭედლიშვილი სსიპ – ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი

ხათუნა ოჩიაური საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

აკაკი სეფერთელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ანდრია ურუშაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ირინე ქურდაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ზაზა ცირამუა სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი

მარინე ჭოღოშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე .

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის 678 განკარგულება „სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“.

პრემიერ-მინისტრი           ნ . გილაური