დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016101 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 31/12/2013წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
26,0 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ: |
ა.ა)
15,3 ათასი ლარი შემოსავალი მუხლიდან ,,ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის“; |
ა.ბ)
10,7 ათასი ლარი შემოსავალი მუხლიდან ,,ძირითადი აქტივების რეალიზაცია“; |
ბ)
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N5 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებულია შემდეგი გადანაწილებები: |
ბ.ა)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 27 იანვრის №20 ბრძანებით მიღებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წინადადება (მოხსენებითი ბარათი №10/69 17.01.2014 წ.) და პრიორიტეტებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 76,3 ათასი ლარის ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: |
ბ.ა.ა)
გადიდდა ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) 76,3 ათასი ლარით (სამოცდათექვსმეტი ათას სამასი ლარი); |
ბ.ა.ბ)
შემოსავლების ზრდის თანხების მთლიანი მოცულობა – 76,3 ათასი ლარი მიიმართა პრიორიტეტის - ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ასიგნებაზე, კერძოდ: პროგრამის „კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ ასიგნებაზე; |
ბ.ბ)
,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 თებერვლის №32 ბრძანებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 12,0 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება და 12,0 ათასი ლარით გადიდდა მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება; |
ბ.გ)
,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამაში „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებების დაფინანსება“ ასიგნებების ღონისძიებებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 თებერვლის №43 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამაში „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“, „სპორტული ღონისძიებების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ასიგნებებში 0,5 ათასი ლარით შემცირდა მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენების დაჯილდოების ასიგნება და 0,5 ათასი ლარი მიმართულ იქნა ლელოში ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ასიგნებაზე; |
ბ.დ)
,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 თებერვლის №46 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 4,2 ათასი ლარით შემცირდა მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება და 4,2 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება; |
ბ.ე)
,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 თებერვლის №47 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,18 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურების“ მუხლის ,,კვების ხარჯები“ ასიგნება და 0,18 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურების“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება. |
გ)
შემოსულობების ზრდით მიღებული ასიგნებები 26,0 ათასი ლარი მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: |
გ.ა)
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების (პროგრამული კოდი 01 00) ხარჯებზე 16,0 ათასი ლარი, კერძოდ: |
გ.ა.ა)
16,0 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ასიგნებას, აქედან: 12,0 ათასი ლარი - მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; 4,0 ათასი ლარი - ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება; |
გ.ბ)
პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის (პროგრამული კოდი 03 00) ასიგნებებზე 10,0 ათასი ლარით, კერძოდ: |
გ.ბ.ა)
10,0 ათასი ლარი პროგრამა ,,კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განათება“ (პროგრამული კოდი 03 02 01) ასიგნებაზე, აქედან: 10,0 ათასი ლარი - შპს ,,ხობი დასუფთავება და განათების“ სუბსიდია. |
2.
დადგენილების თავი I, თავი, II, თავი III დანართები ჩამოყალიბდეს თანახმად დანართისა. |
3.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6423.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 996.3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 427.5 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6007.0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 115.9 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 160.7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 461.6 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 64.7 -ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 193.2 -ით. |
მუხლი 12.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება -590,1 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზრვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 104.9 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 108,1 ათასი ლარი; |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7,0 ათასი ლარი; |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ღონისძიებების მაღალპროფესიული უზრუველყოფისათვის პირადი შემადგელობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა. თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკით უზრუნველყოფა, ხანძრების დროს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლების ზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, პირადი შემადგენლობის კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა-შენახვა. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ბ.ა)
მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განათება (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ხობში ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნაგავსაყრელი პოლიგონის გამართული ფუნქციონირება, განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელების მოწყობა. |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემების ექსპლოატაცია, სოფელ ყულევში სასმელი წყლის შეზიდვა. |
ბ.გ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სახურავების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა. |
ბ.დ)
საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. |
გ)
მოსახლეობის, მათ შორის, მეციტრუსეობის დარგში დასაქმებულის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში წარმოებს მოსახლეობის მიერ ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე დამატებით 0,15 ლარის გადახდა, ამავე პროგრამით მოხდება ბუნებიდან სათანადო ნებართვით მტაცებელი ცხოველების ამოღება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის" მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 30 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე აღსაზრდელი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე. |
ბ)
მოსწავლე-ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა. |
გ)
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 04 04)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის" მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. |
ა.ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის' ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის“ სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. |
ა.გ)
სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია. |
ა.დ)
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“, სადაც 11 ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანებულია 216 ბავშვი, სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონალურ ტურნირებში. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. |
ბ.ბ)
ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება. |
ბ.გ)
კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. |
ბ.დ)
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შ.პ.ს. ,,ხობის მოამბეს“, რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინასური მხარდაჭერა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა (იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის, გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარიული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯების 50 %-ის დაფარვა, არაუმეტეს 2000 ლარისა, ასევე დიალეზით დაავადებულთა სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. |
ბ.გ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.დ)
მრავალშვილიანი ოჯახებისა (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.ე)
უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“–ს სუბსიდიის მოცულობა შეადგენს 88.6 ათას ლარს. სათნოების სახლი ემსახურება 120 ბენეფიციარს, ხოლო ბინაზე მომსახურება ეწევა 90-მდე მარტოხელას. |
ბ.ვ)
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 36.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო ყოველ მესამე და ზევით შვილზე 300 ლარი. |
ბ.ზ)
უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 2014 წელს 6.0 ათასი ლარი. |
გ)
უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2014 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
დ)
ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები