დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1166
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები