დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1142
2010 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 27 აგვისტოს №15/32), თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შემდეგი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემის შესახებ:
ა) თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.14.40.009) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 – ფართობით 261.9 კვ.მ;
ბ) თელავში, სოფელ ფშაველში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2138 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.16.44.016) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – ფართობით 320.8 კვ.მ, №2 –ფართობით 88.9 კვ.მ, №3 – მშენებარე;
გ) თელავში, სოფელ რუისპირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 607 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.11.44.006) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 – ფართობით 232.8 კვ.მ;
დ) თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.07.44.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართობით 389.6 კვ.მ;
ე) თელავში, სოფელ კონდოლში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 565 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.05.38.013) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართობით 326.1 კვ.მ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები