სს „არქეოპოლისის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
სს „არქეოპოლისის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
289
10/03/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010
000000000.00.00.000000
სს „არქეოპოლისის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 289

2010 წლის 10 მარტი

. თბილისი

სს არქეოპოლისის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გა­ცე­მის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სასტუმრო კომპლექსის მშენებლო­ბისათვის  სს არქეოპოლისი გათავისუფლდეს სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკის ტერი­ტორიაზე განახორციელოს 60 000 მ3 ინერტული მასა­ლის მოპოვება შემ­დე­გი X და Y კოორდინატების საზღვ­რებში:

 

 

N

X

Y

1

720638

4708212

2

720636

4708316

3

720767

4708357

4

721238

4708443

5

721275

4708408

6

720793

4708216

S=6,41 ჰა.

 

2. სს არქეოპოლისმა უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ სს არქეო­პოლისი დადგენილი წესით უზრუნველყოფს 10 435 ლარის გადახდას.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური