დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №287
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 5 მარტის № 16/526 წერილი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:
ა) 1042 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ფართობით 393.53 კვ.მ (მისამართი: ხარაგაული, სოფელი ხევი; სარეგისტრაციო ნომერი 360531013);
ბ) 458 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ფართობით 288.84 კვ.მ (მისამართი: ხარაგაული, სოფელი ლეღვანი; სარეგისტრაციო ნომერი 361536002);
გ) 1155 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: 01/01 გაშ. ფართობი – 395.69 კვ.მ, 01/02 გაშ. ფართობი – 6.80 კვ.მ (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვახანი; სარეგისტრაციო ნომერი 361633002);
დ) 594 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ფართობით 140.47 კვ.მ (მისამართი: ხარაგაული, სოფელი წიფა; სარეგისტრაციო ნომერი 361932013).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები