დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით კ. ბაინდურაშვილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1109
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით კ. ბაინდურაშვილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს აზიის განვითარების ბანკის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილით წარმოდგენილი „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ მოსამზადებლად საქართველოს მთავრობისათვის აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული 1,200,000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარება.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს კ. ბაინდურაშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს აზიის განვითარების ბანკის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები