დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016143 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებაში (ვებგვერდი, 09/10/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4). 2.ბრძანებას დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №4
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება, სავალდებულოა დოქტორის აკადემური ხარისხი; ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული); ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (microsoft word, excel, outlook). |
| მუხლი 2 |
ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; თ) „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; კ) „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილება.“ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები