დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016231 |
107
28/02/2014
ვებგვერდი, 04/03/2014
360160000.22.023.016231
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016133) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. |
1.
ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველო ახორციელებს: |
ა)
ბირთვულ და რადიაციულ ავარიებთან და არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას; |
ბ)
რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასებას, ღონისძიებების დასახვასა და კონტროლს; |
გ)
ღონისძიებების დასახვასა და კონტროლს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების ფიზიკური დაცვის მდგრადობის მიზნით (გამომდინარე პოტენციური საფრთხეების შეფასებიდან); |
დ)
ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობას; |
ე)
ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე ობიექტის, ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის ორგანოებისა და უწყებების მზადყოფნის პერიოდულ სწავლებებისა და ვარჯიშების მეშვეობით; |
ვ)
ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზს მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით; |
ზ)
ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს მონიტორინგის მონაცემების დამუშავებას და სამინისტროსთვის წარსადგენი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; |
თ)
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვულ და რადიაციულ ინციდენტებზე და ავარიებზე რეაგირების ცენტრთან ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულებას; |
ი)
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების არალეგალური მიმოქცევის ოფისთან ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულებას; |
კ)
რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიურ შეფასებას, რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციასა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; |
ლ)
დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლს; |
მ)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირებას და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგის, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმებას; |
ნ)
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციას; |
ო)
შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირებას; |
პ)
არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებზე და მასალებზე მარეგულირებელი კონტროლის განხორციელებას დადგენილი წესით; |
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება. |
2.
ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები.’’ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები