სს გეს „საქრუსენერგოს“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 906.15 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1062
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1062
10/08/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 10/08/2010
000000000.00(0).000.000000
სს გეს „საქრუსენერგოს“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 906.15 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1062

2010 წლის 10 აგვისტო

. თბილისი

სს გეს საქრუსენერგოს კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 906.15 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი №7) და სს გეს საქრუსენერგოს კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული  სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს  906.15 ჰა მიწის ფართობი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური