ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან 35.4 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან 35.4 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1058
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1058
10/08/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 10/08/2010
000000000.00(0).000.000000
ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან 35.4 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1058

2010 წლის 10 აგვისტო

. თბილისი

ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან 35.4 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 4 აგვისტოს სხდომის ოქმი 6) და ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის (ყოფილი კუმისის სატყეოს) 3 კვარტალიდან 35.4 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური