დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №166 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 02/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №265
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 166 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 166 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„ 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ახალი ორგანიზაციული კოდები: 34 14 03 – „ საოჯახო ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“ (43 198 (ორმოცდასამი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი) ევრო) და 34 14 04 – „ საქართველოში სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ (12 355 (თორმეტი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ევრო).“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები