დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 02/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №263
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №419 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში (დანართის მიხედვით) მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზღაურდეს 2010 წლის პირველ მარტამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, თითოეული აბონენტისათვის არა უმეტეს 150 კვტსთ-ის ოდენობით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები