საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RCA-ში მონაწილეობის შესახებ

  • Word
საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RCA-ში მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016699
  • Word
339
21/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016699
საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RCA-ში მონაწილეობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №339

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის  ოპერაცია EUFOR RCA-ში  მონაწილეობის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ინიციატივა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის  კეტრინ ეშტონის ოფიციალური მოწვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტიგენტის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის  ოპერაცია EUFOR RCA-ში მონაწილეობის შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს რათა უზრუნველყონ მონაწილეობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

      

პრემიერ-მინისტრი                                                                ი . ღარიბაშვილი