დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016703 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №323
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 4 100 ლარით;
ბ) ცენტრის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 2 548 ლარით;
გ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 28%-ის ოდენობით.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები