დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.141.016100 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2014 - 26/02/2015)
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი, მე-8 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 601 მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
1.
შემოღებულ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1,2,3-ის შესაბამისად. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილება. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები |
მუხლი 1.
განისაზღვროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები: |
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით. ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. |
| მუხლი 4 |
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
გ) სათიბებზე ( მათ შორის გაკულტურებულ სათიბებზე)– 18 ლარი; დ) საძოვრებზე(მათ შორის გაკულტურებულ საძოვრებზე ) – 15 ლარი. |
| მუხლი 5 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. |
| მუხლი 7 |
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
|
დანართი №2
|
სასოფლო- სამეურნეო დანიშულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები |
| |||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
არასასოფლო- სამეურნეო დანიშულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები