დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016697 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №332
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) ნინო ოშხერელი-ლობჟანიძის (პ/ნ 01017010672) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 701 .00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო, საკადასტრო კოდი – 05.36.25.304, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) ელდარ ბოლქვაძისა (პ/ნ 61008011004) და იმედა ნაკაშიძის (პ/ნ 61008004073) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 702.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება მახვილაურის მეურნეობა, საკადასტრო კოდი − 05.31.01.622, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) შპს „ნიკეას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 412691840) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 71.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, საკადასტრო კოდი – 29.14.32.305, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) ადამ აბალოიძის (პ/ნ 08001007920) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 576.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თელავი, გზატკეცილი შალაური, საკადასტრო კოდი – 53.20.42.166, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;
ე) სოფიო რატიანის (პ/ნ 04001002818) საკუთრებაში არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 120.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ამბროლაური, სოფელი ღვიარა, საკადასტრო კოდი – 86.05.24.024, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ვ) აიგუნ მუსტაფაევას (პ/ნ 28001094470) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მარნეული, სოფელი აღმამედლო, საკადასტრო კოდი – 83.12.03.812, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ზ) ასიფ ქაზუმოვის (პ/ნ 36001011330) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 57.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საგარეჯო, სოფელი ლამბალო, საკადასტრო კოდი – 55.21.51.160, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
თ) თეიმურაზ ლუტიძის (პ/ნ 31001003370) საკუთრებაში არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მცხეთა, სოფელი ნატახტარი, საკადასტრო კოდი – 72.03.22.372, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ი) შპს „ლებეს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 232559718) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი კასპი, შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი – 67.01.48.106, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
კ) დავით ამაღლობელის (პ/ნ 61002003008) საკუთრებაში არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 239.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება მახვილაური, საკადასტრო კოდი – 05.31.01.415, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ლ) ნიაზ ნატროშვილის (პ/ნ 01015000834) საკუთრებაში არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი სიღნაღი, ქალაქი წნორი, ქუჩა რუსთაველი, №37, საკადასტრო კოდი – 56.04.51.239, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები