არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016713
  • Word
331
21/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016713
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №331

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვისასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის  უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს , რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ასოციაცია  საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს ( / 203839427) სასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2017 წლის 1 იანვრამდე,  გადასცეს  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული  ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქ. 93-ში მდებარე შენობა­‑ნაგებობის მე-3 სართულზე არსებული 257.00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი – 43.34.03.006.01.506). 

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ა(ა)იპ - ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა ამ განკარგულებით გადაცემულ  ქონებაზე განახორციელოს სოციალური სერვისები.

3.  ამ განკარგულების  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში – 2017 წლის 1 იანვრამდე .

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    . ღარიბაშვილი