საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016657
  • Word
319
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016657
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №319

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის  ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ   საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე  გამონაკლისის დაშვების თაობაზე 

1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუ მეტეს 2511 ერთეულით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის 70 განკარგულების პირველი პუნქტის  ,, ქვეპუნქტი. 

3.  ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობიდან 1041 ერთეულზე  ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე  გამონაკლისი გავრცელდეს სამი თვის ვადით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი