დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016655 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №327
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ: საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ – 920 ერთეულით (მათ შორის, აპარატისთვის – 220 ერთეულით, საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის – 700 ერთეულით), ხოლო სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა – 250 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები