დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016707 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №314
2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქ. თბილისში მიმდინარე წლის 26-28 მარტს საერთაშორისო კონფერენციის „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები“ მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კონფერენციის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.
3. დაევალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი მიღების განსახორციელებლად შესაბამისი დარბაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა.
პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები