დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016691 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №309
2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, რომლის მიმართაც დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილი აქვს დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანებები, რის გამოც აღნიშნულ დაწესებულებებს შეექმნათ ფინანსური სირთულეები .
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების მიერ სამედიცინო მომსახურებების უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის მიზნით:
ა) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საბიუჯეტო სესხის გასაცემად გამოიყოს საკრედიტო რესურსი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს პროგრამული კოდი „სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი - 35 03 06) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარმოადგინოს წინადადებები კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისათვის გასაცემი სესხის ოდენობისა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული პირობების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები