აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016690
  • Word
307
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016690
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №307

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის ვადით.

   

პრემიერ-მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი