„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016688
  • Word
306
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016688
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №306

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის  13 იანვრის 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად , საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 განკარგულების პირველი  პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის 23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის 172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2014  წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 41 394 174 (ორმოცდაერთი მილიონ სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარი, მათ შორის: . 

 განკარგულების პირველი  პუნქტის 1.10, 1.21, 1.37, 1.40, 1.46, 1.50, 1.51, 1.52, 1.54,   ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,1.10 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 704 400 (შვიდას ოთხი ათას ოთხასი) ლარი დანართი 10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

 „1.21 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 46 800 (ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი დანართი 21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.37 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 841 585 (რვაას ორმოცდაერთი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი დანართი 37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.40  თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 1 023 271 (ერთი მილიონ ოცდასამი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი დანართი 40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 450 436 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარი დანართი 46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.50 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 308 730 (ერთი მილიონ სამას რვა ათას შვიდას ოცდაათი) ლარი დანართი 50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.51 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 336 577 (ერთი მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი 51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.52 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 052 215 (ერთი მილიონ ორმოცდათორმეტი ათას ორას თხუთმეტი) ლარი დანართი N52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.54 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 952 846 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას რვაას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;”.

3. განკარგულების  დანართები №10; 19; 21; 37; 40; 46; 48; 50; 51; 52; 54 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               . ღარიბაშვილი