სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016654
  • Word
304
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016654
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №304

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა  და მეტი დაქანების ფერდობებზე  ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე და 52-ე მუხლების,  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად :

1. 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის - ბათუმი (საქართველო) - მურათლი (თურქეთი) მშენებლობის მიზნით, სს ,,ენერგო - პრო ჯორჯიას“, (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული, მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით (საერთო ფართობი 40 016 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს არაუმეტეს 49 წლით.

2. სს ,,ენერგო - პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება:

ა) მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეები;

ბ) მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები.

3. სს ,,ენერგო - პრო ჯორჯია“ ვალდებულია:

ა)  მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ-მინისტრი                                                           ი. ღარიბაშვილი