„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016653
  • Word
303
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016653
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №303

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმო ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლები თ  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სა ­ხელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სამხრეთ კავკასიის მილ ­სა ­დე ­ნის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმო ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთე ­ბის უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზ ­ღვ ­როს აღნაგობის საგნის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფა ­ ­თოების პროექტისათვის გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონო ­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შე ­საბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           . ღარიბაშვილი