შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016689
  • Word
300
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016689
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №300

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“  მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA)-ს შორის გასაფორმებელიხელშეკრულების პროექტის მოწონებისთაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის მისი ოპერირებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“  და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

3.  „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                                  ი. ღარიბაშვილი