ღირსი მამის გაბრიელ–ბერის (გაბრიელ–სალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

  • Word
ღირსი მამის გაბრიელ–ბერის (გაბრიელ–სალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016685
  • Word
299
20/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
000000000.00.003.016685
ღირსი მამის გაბრიელ–ბერის (გაბრიელ–სალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №299

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ღირსი მამის გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი)  წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

ღირსი მამის გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი) წმინდა ნეშტის  გადასვენების პროცესიის მშვიდ ვითარებაში მსველობის,აღნიშნულ ღონისძიებაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით,„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის „ა“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

1. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსი მამის–გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან (შემდგომში - პროცესია) დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო შესაბამისი   ღონისძიებების გატარება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების სრულად განხორციელების მიზნით,დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 3000-მდე მოსამსახურის გამოყოფა.

3. აღნიშნულ პროცესიაში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“  უზრუნველყოს ა/წლის 22–23 თებერვალს თბილისი–მცხეთის მიმართულებით დამატებითი სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის გამოყოფა.

4. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას აღნიშნულ პროცესიაში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე სანიტარული სისუფთავის დაცვის მიზნით:

ა) ა/წლის 22-23 თებერვალს თბილისი–მცხეთის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების გამოყოფა (150 ავტობუსი)  და დანიშნულების ადგილამდე მოსახლეობის ორგანიზებულად გადაყვანის უზრუნველყოფა;

ბ)  მუნიციპალური სახანძრო–სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და დასუფთავების სამსახურების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ სამუშაოთა წარმოება;

გ) უსაფრთხოების კორდონების მოწყობის მიზნით, საკმარისი რაოდენობით რკინის ჯებირების (ღობეების) ადგილზე მიტანა და განთავსება;

დ) საჭირო რაოდენობის ბიოტუალეტების ადგილზე მიტანა და განთავსება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი