დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016686 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №298
2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმართ არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 120%-ით (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან - არაუმეტეს 20%, საკუთარი შემოსავლებიდან - არაუმეტეს 100%).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები