„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
986
27/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 27/07/2010
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №986

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. „ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი

აკაკი  სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ  ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

მარინე ჭოღოშვილი – საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის მოადგილე

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე

მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) – სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი

ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) – სხალთის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) – რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელ-მძღვანელი

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე – საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე

კახაბერ მახათაძე – საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“ .

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური