საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ

  • Word
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
982
20/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 20/07/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 982

2010 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ

1. 2010 წლის 23 ივლისს ქ. ბაქოში გაიმართოს საქართ­ველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობ­ლი­ვი სამთავრობათაშორისო კომისიის (შემდგომში – კომისია) მე-6 სხდომა.

2. 2010 წლის 23 ივლისს ქ. ბაქოში მივლინებულ იქნენ კომისიის წევრები მე-6 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

3. კომისიის მე-6 სხდომის სათანადო მომზადებისა და გა­მართ­ვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საქართველოს შე­სა­ბა­მისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლე­ბის­გან (ექსპერტები) დაკომპლექტებული საექსპერტო ჯგუფი.

4. 2010 წლის 21 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზემო­აღ­ნიშნული საექსპერტო ჯგუფი მივლინებულ იქნეს ქ. ბაქოში კომისიის მე-6 სხდომის ოქმის პროექტის შემუშავებისათვის.

5. საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნოს ირაკ­ლი სვანიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სა­­მი­ნისტ­როს ევროპულ საქმეთა დე­პარტამენტის სუამის ქვეყნებთან ურ­თიერ­თობების სამმართველოს მრჩე­ველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

6. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყე­ბებმა უზრუნველყონ კომისიის წევრთა და ექსპერტთა სამივ­ლი­ნებო ხარჯების ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური